ანრი ოხანაშვილი: დაუშვებელია ვინმეს მხრიდან ვინმეზე ძალადობის გამართლება ან იმის პროპაგანდირება, რომ ვინმე ვინმეს თითებს დაამტვრევს

“ჩვენ ყოველ ჯერზე ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ პროპორციულად. ვინმე გაბედავს რაიმე უკანონო მოქმედების განხორციელებას? ექნება პროპორციულად ადეკვატური პასუხი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, დაუშვებელია ვინმეს მხრიდან ვინმეზე ძალადობის გამართლება ან იმის პროპაგანდირება, რომ ვინმე ვინმეს თითებს დაამტვრევს.

“ცემა, ძალადობა არის კრიმინალი და მთელი რიგი გარემოების გათვალისწინებით დასჯადი ქმედება. გამომდინარე აქედან, დაუშვებელია ვინმეს მხრიდან ვინმეზე ძალადობის გამართლება ან იმის პროპაგანდირება, რომ ვინმე ვინმეს თითებს დაამტვრევს. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული იმისკენ, რომ რაიმე ტიპის ძალადობა მოხდეს – ეს ჩვენი მიზანი არ არის. პირიქით ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ რაღაც რომ მოხდეს, ვინმემ შეიძლება, ხელი გაიშვიროს. ეს არ არის სწორი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები