კუმარ აიერი: ნამდვილად მადლობლები ვართ ყველა ნაბიჯის გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა სანქციების გვერდის ავლის აღკვეთისთვის

“ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზია, როგორ გავაგრძელოთ პარტნიორობა, რათა აღვკვეთოთ საბრძოლო დანიშნულების საქონლის რუსეთში მოხვედრა”, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა, კუმარ აიერმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ნაბიჯის გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა სანქციების გვერდის ავლის აღკვეთისთვის – მადლობლები არიან.

„რამდენიმე კვირის წინ აქ იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი. მან საჯაროდ განაცხადა და ისაუბრა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს მოსახლეობას შორის მეგობრობისა და პარტნიორობის შესახებ, ეს არის ჩვენი აქ ვიზიტის სულისკვეთება. ჩვენ ნამდვილად მადლობლები ვართ ყველა იმ ნაბიჯის გამო, რომლებიც უკვე გადაიდგა საქართველოს მთავრობის მიერ სანქციების გვერდის ავლის აღკვეთისთვის და ეს იყო ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. სხვა მიზანი არის, რომ ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ რუსეთის მთავრობა არ გაჩერდება, გააგრძელებს სხვადასხვა გზის გამოყენების მცდელობებს. ასე რომ, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზია, როგორ გავაგრძელოთ პარტნიორობა, რათა აღვკვეთოთ საბრძოლო დანიშნულების საქონლის რუსეთში მოხვედრა“, – განაცხადა კუმარ აიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები