მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს გავლით ევროკავშირის სანქციებისთვის თავის არიდება
ევროკავშირი მუშაობს მაქსიმალურად, რომ დაიცვას სანქციების ის პაკეტები, რაც აქამდე მიიღო ევროკავშირმა და უზრუნველყოს მათი შესრულება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბოჭორიშვილს კითხვა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დაუსვეს.
„ამას ეხებოდა ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი. სწორედ ამ პაკეტის განხორციელების ფარგლებში მოიცავს ევროკავშირის თანამშრომლობას მესამე ქვეყნებთან. მიუხედავად იმისა, რომ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს გავლით ევროკავშირის სანქციებისთვის თავის არიდება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.