„ხაბეიშვილი ხელების დამტვრევით დაგვემუქრა, ჩემი თხოვნაა, შეგვატყობინოთ, როცა ის პარლამენტის შენობაში შემოვა“ – ირაკლი ბერაია შალვა პაპუაშვილს

უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

„ბატონო თავმჯდომარე, მინდა, თხოვნით მოგმართოთ, ჩვენი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხაბეიშვილი ხელების დამტვრევით დაგვემუქრა. ჯერ ერთი, თან ძალადობას გმობს და თან ხელების დამტვრევით რომ გვემუქრება, ეს როგორ ჯდება ერთმანეთში, არ ვიცი, თუმცა ჩემი თხოვნა იქნება: ლევან ხაბეიშვილი დამუქრების შემდეგ ჯერ არ გამოჩენილა და იქნებ შეგვატყობინოთ, როცა ხაბეიშვილი პარლამენტის შენობაში შემოვა, რათა უკეთესად მოვემზადოთ, პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ, ხელებს გავუფრთხილდეთ და არ დავამტვრევინოთ მას“, – განაცხადა ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები