არჩილ თალაკვაძე: ინფორმაციის გაცვლა პარტნიორებთან მუდმივი სამუშაო პროცესია – ოპოზიცია ცდილობს, ამ ვიზიტისგან სკანდალი შექმნას

“ოპოზიცია ცდილობს, ამ ვიზიტისგან სკანდალი შექმნას, რადიკალური ოპოზიცია ეჭვებითა და სკანდალებით მოქმედებს და მათ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზედაპირული წარმოდგენა აქვთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ო’სალივანის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და კუმარ აიერის, საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მცდელობა, რომ ვიზიტს სკანდალური ელფერი შესძინოს, ღიმილისმომგვრელია.

„ეს გამოჩნდა მაშინაც, როცა ჯერ შეხვედრებიც არ იყო გამართული, თუ რა იქნებოდა ნათქვამი ამ შეხვედრებზე. ეს არის დიდი უპასუხისმგებლობა. სინამდვილეში, ეს იყო საქმიანი ვიზიტი და შეხვედრა ხელისუფლებასთან იმის გამო, რომ ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშავა და ევროკავშირი ამას პარტნიორებთან განიხილავს. ინფორმაციის გაცვლა პარტნიორებთან მუდმივი სამუშაო პროცესია, ამიტომ, ოპოზიციის მცდელობა, რომ ვიზიტს სკანდალური ელფერი შესძინოს, ღიმილისმომგვრელია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები