“რამდენჯერაც პრემიერი პარლამენტში მოვიდა, იმდენჯერ დებატები 10:0 მოიგო, ეს არის ფაქტი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„იმდენად დამარცხდა ოპოზიცია, 100-ით ნულითაც კი, რომ ინტერპელაციაზეც კი არ ითხოვენ პრემიერის მოსვლას. შესაბამისად, პარასკევსაც მორიგი დებატები დასრულდება 100:0, როგორც ეს წინა შემთხვევებში ხდებოდა და ამას საზოგადოება იხილავს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.