გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიციის ამოცანაა, ქვეყანაში „შავი ხვრელები“ ეძებონ

“რადიკალური ოპოზიციის ამოცანაა, ქვეყანაში „შავი ხვრელები“ ეძებონ და სანქციებისგან თავის არიდება აღმოაჩინონ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველოში სანქციებიდან თავის არიდება არ ხდება.

„სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციისა და საქართველოს მიზნები ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან მათი ამოცანაა, ქვეყანაში „შავი ხვრელები“ ეძებონ და სანქციებისგან თავის არიდება აღმოაჩინონ. საქართველოს მიზანია, მშვიდობა იყოს. საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველოში არანაირი სანქციებიდან თავის არიდებას არ აქვს ადგილი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები