ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვფიქრობთ, რომ „გლობალური ომის პარტია“ და გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ „გლობალური ომის პარტია“ და გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში – არავის უნდა მივცეთ ცესკოში ხელოვნურად ინსტიტუციური კრიზისის შექმნის საშუალება“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა იმოქმედოს.
“არ ვიცი რატომ არის კონკრეტული ადამიანების ინტერესში, რომ ხელოვნურად შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკოში. ვინც პრეზიდენტს უკარნახა, რომ კანონზე ვეტო დაედო, მას უნდა ჰკითხოთ, რა ინტერესი ამოძრავებს მას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ „გლობალური ომის პარტია“ და გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი სახელმწიფო, ეროვნული ინტერესების შესაბამისად და არავის უნდა მივცეთ ცესკოში ხელოვნურად ინსტიტუციური კრიზისის შექმნის საშუალება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო.