ირაკლი კობახიძე: ჩვენმა სახელმწიფო სტრუქტურებმა აღკვეთეს სანქციების გვერდის ავლის ათეულობით მცდელობა და ეს ფაქტები ცნობილია ჩვენი პარტნიორებისთვის

“სინამდვილეში, ჩვენმა სახელმწიფო სტრუქტურებმა აღკვეთეს სანქციების გვერდის ავლის ათეულობით მცდელობა და ეს ფაქტები ცნობილია ჩვენი პარტნიორებისთვის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ვიზიტს ოპონენტები სპეკულირებისთვის გამოიყენებენ, რეალურად, სასპეკულაციო არაფერია.

„თუმცა, ყველა ეტაპზე საჭიროა კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და ზუსტად ამ კოორდინაციის გაძლიერებას ის ვიზიტი, რომელიც განხორციელდა. რა თქმა უნდა, ამას სპეკულირებისთვის გამოიყენებდნენ ჩვენი ოპონენტები, თუმცა სინამდვილეში სასპეკულაციო აქ არაფერი არ არის. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ, მაგრამ არავის ვაძლევთ ამ ქვეყნის ტერიტორიის გამოყენების საშუალებას სანქციების გვერდით ავლისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები