პარლამენტში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მეორე მოსმენით დღეს იმსჯელებენ
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს დეპუტატები „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ.
კანონპროექტს კულტურის კომიტეტში დეპუტატებმა მხარი გუშინ დაუჭირეს. საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი პროექტს მხარს უჭერს, ნაწილს კი პრინციპულად განსხვავებული პოზიცია აქვს.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ კანონპროექტი საავტორო და მომიჯნავე უფლებების სამართლიან და სისტემურ დაცვას უზრუნველყოფს.