გია ვოლსკი: სააკაშვილს მუდმივად ეგონა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონია, გადაწყვიტა – კავკასიას ჩაუდგეს სათავეში
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის,ცჩრდილოეთ კავკასიის ერებისადმი მიმართვას აფასებს.
„სააკაშვილს მუდმივად ეგონა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონია. ეძებს ასეთ როლს, რომელიც დააბრუნებს მას ყურადღების ცენტრში და ხაბეიშვილს მაინც გაუტოლებს ამ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში. გადაწყვიტა,ცკავკასიას ჩაუდგეს სათავეში, ვინაიდან მისი მასშტაბი, როგორც თვითონ მიაჩნია, გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ერთი ქვეყნის ლიდერი“, – აცხადებს ვოლსკი.