გიორგი ცაგარეიშვილი სტუდენტებს შეხვდა

პარლამენტის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეპუტატი ახალგაზრდებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა.

შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა და გამოწვევები.

„სტუდენტებს ვესაუბრე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. აუცილებელია, ადამიანებმა იცოდნენ ყველა ნიუანსი ამ მოვლენასთან დაკავშირებით. შევეცადე, მეჩვენებინა ქვეყნის მდგომარეობა, თუ სად ვართ და როგორი მოლოდინები გვაქვს“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები