შალვა პაპუაშვილი: მსჯავრდებულმა, უპირველეს ყოვლისა, სასჯელი უნდა მოიხადოს და ამაზე იყოს კონცენტრირებული, არ მგონია, სააკაშვილის როლი პოლიტიკაში რაიმე დადებითს მოიტანს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულმა სააკაშვილმა, პირველ ყოვლისა, სასჯელი უნდა მოხადოს და ამაზე იყოს კონცენტრირებული.

პაპუაშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება, გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის მილიონობით გმირის სულისკვეთება.

შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის როლი პოლიტიკაში დადებითის მომტანი ვერ იქნება.

„ვფიქრობ, მსჯავრდებულმა, უპირველეს ყოვლისა, სასჯელი უნდა მოიხადოს და ამაზე იყოს კონცენტრირებული, მათ შორის სასჯელსა და მონანიებაზე. არ მგონია, მისი როლი, მათ შორის პოლიტიკაში, რაიმე დადებითს მოიტანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები