მიხეილ სარჯველაძე – სააკაშვილზე: მგონია, რომ პროცესების სწორად აღქმის უნარს მოწყვეტილია

მმართველი გუნდის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პროცესების სწორად აღქმის უნარს მოწყვეტილია.

„მეჩვენება, რომ სააკაშვილის ეს განცხადება, ან ზოგადად, მის მიერ არსებული სიტუაციის შეფასება რეალურად არსებულ ვითარებას მოწყვეტილია. ის საუბრობს ანაქრონული ხასიათით, როგორც იმამ შამილის იდეოლოგიის აღორძინების საჭიროება და ა.შ. ნამდვილად არ მგონია, რომ ეს მართებული, კორექტული, ან რაიმე თვალსაზრისით გამართლებული იდეოლოგიის შემოთავაზების მცდელობაა. მგონია, რომ პროცესების სწორად აღქმის უნარს მოწყვეტილია, შესაბამისად, ეს არის მიზეზი, რის გამოც შეცდომები მოდის“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნო კიევში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები