“დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძეც და ბექა ოდიშარიაც თავიანთ დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და ,,პრორუსებს,, დაგვიძახებს” – ნინო წილოსანი
„მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძეც და ბექა ოდიშარიაც თავიანთ დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და ,,პრორუსებს,, დაგვიძახებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ქალბატონმა ანა წითლიძემ მამუკა მდინარაძის და ბექა ოდიშარიას დაპირება გაიხსენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც თავიანთ დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და ,,პრორუსებს,, დაგვიძახებენ. თუმცა, ქალბატონო ანა, თქვენ, სამწუხაროდ, ეს დაპირება თქვენს თავზე უკვე ძალიან დიდი ხანია, მიღებული გაქვთ და უბრალოდ საშუალებაც აღარ არის, რომ მოხვდეთ რაიმე გასაკრიტიკებელი სიტყვის ქვეშ, იმიტომ, რომ იმაზე უარესი რა უნდა დაგემართოთ, რაც ახლა თქვენ გჭირთ „ნაციონალური მოძრაობის“ როგორი სახეც ხართ, იმ სახით“,- განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, როგორც ანა წითლიძემ აღნიშნა, რუსული საქმის კეთებისთვის უმრავლესობას პასუხისმგებლობა აუცილებლად დაეკისრება.
„ბოდიში ბიჭებო, რატომ პრორუსი? რუსები ხართ მთელი თქვენი საქმიანობითა და შეგნებით. როდესაც აკეთებთ რუსულ საქმეს, უნდა იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობა ამაზე აუცილებლად დაგეკისრებათ“,- განაცხადა წითლიძემ.