ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ აბსოლუტურად მოშლილია, რაც პირდაპირ აისახება მათ რეიტინგზე

„ნაცმოძრაობა“ არის აბსოლუტურად მოშლილი, რაც პირდაპირ აისახება მათ რეიტინგზე. 30%-ზე მეტი აიღეს ბოლო არჩევნებზე და ახლა 20%-ს ქვემოთ არის ჩამოსული მათი რეიტინგი, რაც ძალიან კარგია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობის” უფრო მეტად დასუსტებით პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდება.

„რაც უფრო მეტად მოიშლება, „ნაცმოძრაობა“ ბუნებრივია, მით უკეთესი. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, რათა საქართველოში პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდეს. არც სააკაშვილს, არც მერაბიშვილს, არც კეზერაშვილს და არც ხაბეიშვილს არ აქვთ იმის რესურსი, რომ ეს პროცესი შეაჩერონ“, – აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები