“დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 9 წელი შესრულდა. ვულოცავთ საქართველოს ამ განსაკუთრებულ დღეს!”,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რეფორმები, რომლებიც აღნიშნულ შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
“დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 9 წელი შესრულდა. ასოცირების შეთანხმება არის ეტაპი, რომელიც აძლიერებს კავშირს ჩვენ, როგორც პარტნიორებს, შორის. რეფორმები, რომლებიც აღნიშნულ შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
ვულოცავთ საქართველოს ამ განსაკუთრებულ დღეს!”,- წერია ინფორმაციაში.