ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 9 წელი გავიდა. აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“9 წლის წინ, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. მთავრობის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, საქართველომ უზარმაზარი პროგრესი განიცადა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, გააკეთა განაცხადი ორგანიზაციაში გაწევრების შესახებ და მოიპოვა ევროპული პერსპექტივა. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ წინსვლა და მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი,” – წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.