შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის ჩვენს ოპოზიციაში, მათ უბრალოდ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ
„პრობლემა ეს არის ჩვენს ოპოზიციაში, მათ უბრალოდ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ და აქედან მოდის ყველა დანარჩენი პრობლემა, რომ დაგვასანქცირეთ, რაიმე ცუდი გვიქენით, რაღაცნაირად დაგვჩაგრეთ, ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის მიმართ, რადგან ფიქრობენ, რომ ამით იქნებ რაიმენაირად დააზიანონ ხელისუფლება, იმას არ ფიქრობენ, რომ ქვეყანას აზიანებენ”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მედიამ და საზოგადოებამ მათ თავიანთი დამოკიდებულება უნდა აჩვენონ.
“რაც შეეხება ფაქტებს, დოკუმენტებს, ან ეჭვებს, არ არსებობს არც ერთი, არსებობს, მხოლოდ ჰიბრიდული ომის ტაქტიკები, რომელსაც იყენებს ოპოზიცია, იგონებს. გაიხსენეთ მაგალითად, პარტია „დროას“ ხელმძღვანელი, ელენე ხოშტარია რვა, თუ ათამდე ბრიფინგი აქვს ჩატარებული, სადაც ყოველ ჯერზე უბრალოდ გამოდიოდა, ამბობდა ტყუილს, საქართველოს აბრალებდა რაღაცებს, დასტურდებოდა რამდენიმე საათში, რომ ეს იყო ტყუილი, და ეს ადამიანი დღესაც ურცხვად, კიდევ ერთხელ საუბრობს და თქვენი რესპონდენტიც არის ხოლმე საქმე ის არის, რომ როდესაც ჩვენ გვყავს ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ჰიბრიდული ომის ტაქტიკით ეომებიან საკუთარ ქვეყანას დეზინფორმაციის გავრცელებით და ერთხელ, ხუთჯერ, შვიდჯერ და რვაჯერ რომ ჩაატარებენ ბრიფინგს და რვაჯერ მოიტყუებიან, მე მგონი მედიამაც და საზოგადოებამაც თავის დამოკიდებულება უნდა აჩვენონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.