მარიამ ლაშხი ვენჩერული კაპიტალის ინვესტორებს შეხვდა
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და საკანონმდებლო ჩარჩო განიხილეს და თანამშრომლობის გზებზე იმსჯელეს. „შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს საინვესტიციო გარემოს შეფასება. ინვესტორები დაინტერესებული არიან ურთიერთობების გაღრმავებით და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებით”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მისივე თქმით, საქართველოს საპატიო კონსულის დახმარებით სან-ფრანცისკოში შეიქმნა ფონდი – „საქართველოს მეგობრები”, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია „სტარტაპებში” ინვესტიციების განხორციელება. ვენჩერული კაპიტალის ინვესტორების დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საკონსულო სან-ფრანცისკოში და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მასპინძლობს.