მამუკა მდინარაძე: მოვუწოდებ ოპოზიციას, ნუ შეუშინდებიან კანდიდატის სტატუსის მიღებას

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა.

„უნდა მოვუწოდოთ მათ, რომ ეს არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის მიერ მიღებული სერიოზული სარგებელი. ეს არის ქვეყნის სარგებელი. ეს არის ქვეყნის წინ წაწევა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რომელიც ჩვენ გაცხადებული გვაქვს და კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ეს არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის მონაპოვარი – იყოს ყველასი. ქართველი ხალხის მონაპოვარია, თუკი რაიმე პროგრესული ცვლილება ამ ქვეყანაში არსებობს. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ, ნუ შეუშინდებიან კანდიდატის სტატუსის მიღებას და რამენაირად ყველამ უნდა შევძლოთ, რომ გავერთიანდეთ ამ ყველაფრის ირგვლივ. მათი მხრიდან გახმოვანებული ნეგატიური დღის წესრიგი აფერხებს კანდიდატის სტატუსის მიღებას და ამას უნდა შევხედოთ თვალებში“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა – “ნიკა გვარამიას შემდეგ სააკაშვილის გათავისუფლება, მართლაც შექმნის რეალურ წინაპირობას კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც პირიქით ქოცობის წალეკვის დამხმარე და განმსაზღვრელ გარემოებად იქცევა. ახლა რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, ქოცები ბოლომდე გადაჯეჯილდებიან – შიშების საპირისპიროდ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები