„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ისაუბრა.
„მინდა, მადლობა გადავუხადოთ USAID-ს და პარტნიორ უცხოელ ორგანიზაციებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ [„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ ] კანონპროექტის დამუშავებაში ორი წლის განმავლობაში, ასევე, საქპატენტს და, საბოლოოდ, ჩვენ მივიღებთ კანონმდებლობას, ახალს, დახვეწილს, რომელიც მისცემს საშუალებას თითოეულ ავტორს, თუ შემსრულებელს მათზე თანაბარ, სამართლიან პირობებში გადანაწილდეს ჰონორარები. ამაზე იყო დღეს მოგეხსენებათ, ცხარე დისკუსია და საბოლოო ჯამში, კანონმდებლობა უზრუნველყოფს მათი უფლებების სათანადო დაცვას და არა მხოლოდ მათი, არამედ მომხმარებლების უფლებების. აქაც, როგორც სამედიცინო სფეროში ბალანსია ყველა ვარიანტში დასაცავი და ამ ბალანსის შენარჩუნებას და უფლებების მეტად რეალიზებას, დაცვას, გამყარებას ემსახურება სწორედ კანონპროექტი“, – განაცხადა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის კულტურის კომიტეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს იხილავს.