კახა კალაძე: როცა არის გამოწვევები, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რომ იყოს უტყუარი ინფორმაცია, რა რთული მდგომარეობაც უნდა იყოს, გატარებული იქნება ქვეყნის და ხალხის ინტერესები
ცხადია, როდესაც არის გამოწვევები რეგიონში და მსოფლიოში, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რომ, პირველ ყოვლისა, იყოს სწორი, უტყუარი ინფორმაცია, რაც შეეხება უშიშროების საბჭოს მოწვევა-არმოწვევას, ამ გადაწყვეტილებას იღებს პრემიერმინისტრი, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც შემოდის შესაბამისი სამსახურების მხრიდან,– ამის შესახებ თბილისი მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ყოველთვის იქნება გატარებული ქვეყნის და ხალხის ინტერესები.
„სამარცხვინო იყო განცხადებები და სოციალურ მედიაში გავრცელებული სტატუსები, კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება, რომ ეს ადამიანები და პოლიტიკური დაჯგუფებები ძალიან საშიშები არიან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩემს პოზიციაზე არაა დამოკიდებული უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბება თუ არა, ან ვინმე კონკრეტული პოლიტიკოსის. არსებობს შესაბამისი უწყებები, რომელთაც ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ, თქვენზე, ჩემზე და თითოეულ მოქალაქეზე მეტი. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, გადამოწმებით ხდება გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. თუ საჭიროება იქნება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, – განაცხადა კალაძემ.