ირაკლი ზარქუა: დღეს საქართველოს ჰყავს კვალიფიციური, გონიერი და ქვეყნის ინტერესებზე აქცენტირებული ხელისუფლება

“ხელმოცარული ოპოზიცია ჩასაფრებულია, რომ ქვეყანა რაიმე უბედურებას წამოაგოს. მოწოდებები იყო – „აბა, ჯარები განათავსეთ“, „უშიშროების საბჭო მოიწვიეთ“, ამ ყველაფერს აჰყვა პრეზიდენტიც, უფუნქციოდ არის დარჩენილი ქალი და რა ქნას, არ იცის”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის თაობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

ზარქუას თქმით, საქართველოს ჰყავს კვალიფიციური, ქვეყნის ინტერესებზე აქცენტირებული ხელისუფლება, რომელიც საფრთხის შემცველი განცხადებებით არასოდეს გამოირჩევა.

“მე იმ პერიოდში თბილისში არ გახლდით, გზად მოვდიოდი აჭარიდან დილას რომ დაიწყო ამ ჩვენი ხელმოცარულების ვაი-ვიში, ჩასაფრებულები რომ არიან, ოპოზიციას ვგულისხმობ, რომ რამენაირად ქვეყანა რაიმე უბედურებას წამოაგონ, რომ რაღაც შეცდომა დაუშვას, ქაოსი, დაძაბულობა შეიქმნას, საზღვარზე ვიღაც შემოგვივარდეს. ამაზე არიან აქცენტირებულები ეს ხელმოცარულები და მერე დღის მეორე ნახევარში სასაცილო იყო მათი შერბილებული ტონი. ჯერ მოუწოდებდნენ, “აბა, ჯარები განათავსეთ”, “მოიწვიეთ უშიშროების საბჭო”, ეს ხელმოცარულები და ამ ყველაფერს აჰყვა პრეზიდენტიც სამწუხაროდ. უფუნქციოდ არის დარჩენილი ქალი და რა ქნას არ იცის. ჩემთვის გაუგებარია ეს ყველაფერი.

ჩვენ კიდევ დავუპირისპირეთ როგორც ყოველთვის, გონიერება, სიმშვიდე. ეს ხელმოცარულები… ჩვენ ვნახეთ, ზოგი ლექსებს უძღვნიდა პრიგოჟინს, მოძალადეს და ოკუპანტს და მეორე ოკუპანტია პუტინი და ამათ შორის არჩევანს აკეთებენ და ჰგონიათ რომელიმე…

ესენი აქცენტირებული არიან, რომ ჩვენს საზღვრებზე დაიძაბოს სიტუაცია, რატომ? იმიტომ, რომ ნაწილი რუსეთიდან ფინანსდება, ფედერალური ბიუჯეტიდან წლებია უკვე, უძრავ ქონებას ყიდულობენ, გამდიდრდნენ და მეორე ნაწილი კიდევ გავლენის აგენტები არიან. ამათი ამოცანაა სიტუაცია დაიძაბოს, რადგან არჩევნებით ვერ მოდიან. ვერ მიაღწევენ ამას ვერასდროს, რადგან დღეს საქართველოს ჰყავს კვალიფიციური, გონიერი და ქვეყნის ინტერესებზე აქცენტირებული ხელისუფლება. ჩვენ ამ იმპულსებით და საფრთხის შემცველი განცხადებებით არასდროს გამოვირჩეოდით და არც მომავალში ვიქნებით, რომ ქვეყანა არ გავახვიოთ ამ ტრაგედიებში, რაც ხდება რეგიონში. ამათი ამოცანაა, რომ რამენაირად მეორე ფრონტი გაიხსნას, მაგრამ ვერასდროს მიაღწევენ ამას”, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები