თეა წულუკიანი: არ მგონია, რომ გვარამიას შეწყალება რაიმე ტიპის დეპოლარიზაციას გამოიწვევს

„არ მგონია, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება რაიმე ტიპის დეპოლარიზაციას გამოიწვევს ან ამგვარ პროცესს ხელს შეუწყობს”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს.

“ალბათ, პირიქით, პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება. მაგრამ როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა შემიძლია, გითხრათ, რომ დავახასიათებდი ამ გადაწყვეტილებას, როგორც მართლმსაჯულების შეურაცხყოფას და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტის ხელყოფას, რასაც ჰქვია ძალაში შესული სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა“, – აცხადებს წულუკიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები