დღეს თბილისს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი ეწვევა

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი – დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვევა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.

ვიზიტის ფარგლებში, ხვალიდან გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, ვიცეპრემიერსა და ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ მესტვირიშვილთან და გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან. დევიდ ო’სალივანი, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ო’სალივანის შეხვედრა პრესასთან.

ეს იქნება ერთობლივი ვიზიტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები