პარლამენტში “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონში ცვლილებების მუხლობრივი განხილვა დღეს იწყება
დღეს პარლამენტში “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონში ცვლილებების მუხლობრივი განხილვა იწყება.
დეპუტატები საკითხზე მეორე მოსმენით კულტურის კომიტეტზე იმსჯელებენ.
საავტორო უფლებათა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად ამ კონკრეტული სიახლეების წინააღმდეგია ოპოზიციის ნაწილიც, რომელიც ცვლილებებს რუსეთის ინტერესებში მიიჩნევენ.
ბრალდებებს უსაფუძვლოდ თვლიან მმართველ პარტიაში და ამტკიცებენ, რომ წარმოდგენილი პროექტი დიდი ხნის მუშაობის შედეგია და ის საავტორო უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებს რეალურად პასუხობს.
“რუსული თემით დადიან, იქნევენ ლოზუნგებს აბსოლუტურად გაუგებრად და ფაქტობრივად, იმხელა თანხები სად გააქრეს – ამაზე ლაპარაკი არ არის. რა საკვირველია ეს ახალი კანონი უნდა იქნას მიღებული, ახალი ორგანიზაცია შემოვიდეს და ამ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ფართო რესურსები სხვადასხვა ქვეყნებში, რომ ჩვენი შემსრულებლები იყვნენ ღირსეულად ანაზღაურებული,” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.