გურამ მაჭარაშვილი: საქართველოში ლგბტ პროპაგანდას არ აქვს მომავალი
საქართველოში ლგბტ პროპაგანდას არ აქვს მომავალი, – ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
„აქ საუბარია იმაზე, რომ ლგბტ პროპაგანდა ისე განხორციელდეს, რომ საამაყო იყოს. კვლევებშიც ხომ კარგად ჩანს ეს. საფრანგეთში, თუ არ ვცდები, 22%-ზე ავიდა უკვე იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც თავს მიიჩნევს ლგბტ თემის წარმომადგენლად. შეიძლება ადამიანი არც არის ლგბტ პიროვნება, მაგრამ ის წარმოადგენს ამ სამყაროს, ასე ამბობენ უკვე. აი ეს არის ზუსტად ის ფსიქოლოგიური წნეხი, რაზეც ჩვენ ვამბობთ, რომ მიუღებელია საქართველოსთვის“, – ამბობს მაჭარაშვილი.