„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე ისნის და ნაძალადევის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე ისნის და ნაძალადევის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
“ქართული ოცნების” ინფორმაციით, ისნის ორგანიზაციას ისნის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ნიკა ელისაშვილი უხელმძღვანელებს; ნაძალადევის ორგანიზაციას – დავით ჭელიძე.
პარტიის ცნობით, ამით დასრულდა „ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციები, რომლებზეც დედაქალაქის ათივე მუნიციპალიტეტის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები