ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის თვითმიზანია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის თვითმიზანია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
“სანქციებისთვის გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით იყო უამრავი ტყუილი და სპეკულაცია. ყოველ ჯერზე დამტკიცდა, რომ საქართველო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის საკუთარი თავის გამოყენების საშუალებას არავის აძლევს.
ოპოზიციის თვითმიზანია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ყველაფერს აკეთებენ ამისთვის – აღვივებენ პოლარიზაციას, ამისთვის შეაწყალებინეს გარედან გვარამია და ა.შ. გლობალური ომის პარტია არის ის, ვისაც აწყობს საქართველოში პოლარიზაციის შენარჩუნება. თუმცა, ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ დეკემბერში იქნება ამჯერად მაინც იქნება საქართველოსთვის სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ.