მაკა ბოჭორიშვილი: დღეს ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანია სიმშვიდის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი სტრატეგიული მიზნების დანაკარგების გარეშე მიღწევა

დილიდან გვესმის ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან აჟიოტაჟი და პანიკა, მოწოდებები და განცხადებები, რაც მიმართულია ერთადერთი მიზნისკენ – ქვეყანაში გამოიწვიონ პანიკა, არეულობა და დესტაბილიზაცია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც რუსეთში მიმდინარე შიდა დაპირისპირების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ამ განცხადებების ლოგიკური გაგრძელებასავით გამოვიდა პრეზიდენტის ახლანდელი განცხადება. მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ იმ მოვლენებს, რაც რუსეთში ვითარდება. წინასწარ დასკვნების გაკეთება იქნება შეცდომა, რადგან ზუსტად არავინ იცის იქ რა ხდება და არავინ იცის რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს ამ მოვლენებმა და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს. შესაბამისად, მოწოდებები საზღვრის დაკეტვა და ა.შ. არის მცდარი მოწოდებები და, მით უმეტეს, არაფერს ვამბობ აფხაზეთსა და ოსეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე. დღეს ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანია სიმშვიდის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი სტრატეგიული მიზნების დანაკარგების გარეშე მიღწევა“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები