ედიშერ გვენეტაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე” – რომ შეიძლებოდეს ერმოლოვსაც კი გააცოცხლებენ და მას შემოუძღვებიან, არ აქვთ გამოცდილება თუ?! მძღოლებად არ ეჯდნენ 2008-ში მათი გუბერნატორები რუს გენერლებს?
“სისხლის სუნი ეცათ ამ სისხლის სუნით აყროლებულებ-გაჟღენთილებს! ამათთვის სულერთია! ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და აკვნის ბავშვებსაც თვალის დაუხამხამებლად დახოცავენ”, – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე რუსეთში მიმდინარე არეულობის ფონზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
გვენეტაძის თქმით, რადიკალები მზად არიან, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველანაირ ხერხს მიმართონ.