გია გაბრიჭიძე – როგორ უნდათ, რომ საქართველოში სისხლი დაიღვაროს, ქართველების სისხლი, თორემ თვითონ წითელ ხიდზე გზა გაკვალული აქვთ
„არ ასვენებთ გამჩენი ამ დედა აფეთქებულებს. გამომივიდა ესეც ჟუკოვი და ფრონტების გაშლის ტაქტიკა შეიმუშავა. როგორ უნდათ, რომ საქართველოში სისხლი დაიღვაროს. ქართველების სისხლი, თორემ თვითონ წითელ ხიდზე გზა გაკვალული აქვთ”, -წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის „ფეისბუქ“ სტატუსის შესახებ, სადაც ბეჟაშვილი აცხადებს, რომ „საქართველო წაგებულის მხარეს აღმოჩნდა, დასუსტებული და დეზორიენტირებული“.

