“მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით, ჩვენი საზღვარი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.
„რუსეთში განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ყურადღებით ვადევნებ. მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით, ჩვენი საზღვარი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.