“ეს არის 12 პუნქტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი” – ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

“ნიკა გვარამია, რომელიც იყო ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ერთ-ერთი წყარო, გაათავისუფლა პრეზიდენტმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის პირდაპირ დაუპირისპირდა დეპოლარიზაციის ინტერესს. შესაბამისად, ეს არის სწორედ 12 პუნქტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ  ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„საზოგადოებას აქვს რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი პირდაპირ წავიდა საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ. მან ეს პირდაპირ გააკეთა და შეასრულა დავალება. თქვენ ნახეთ მისი გამომეტყველება და ხმა, როდესაც ამ გადაწყვეტილებას აცხადებდა. მას ჰქონდა ძალიან დიდი დისკომფორტი. რატომ? რადგან მოუწია საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. დეტალებში არ შევალ. მას აქვს კონკრეტული ვალდებულებები კონკრეტული სუბიექტების მიმართ და სამწუხაროდ, ვალდებულება შეასრულა.

ნიკა გვარამიას გათავისუფლება ვერავითარ კავშირში ვერ იქნება კანდიდატის სტატუსთან, პირიქით, გვარამიას გათავისუფლება პირიქით, პირველი პუნქტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, რაც დეპოლარიზაციას გულისხმობს. გვარამია, რომელიც იყო ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ერთ-ერთი წყარო, გაათავისუფლა პრეზიდენტმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის პირდაპირ დაუპირისპირდა დეპოლარიზაციის ინტერესს. შესაბამისად, ეს არის სწორედ, 12 პუნქტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები