“ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი” – ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

“ფაქტობრივად, ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი”, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება.

„სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება იმას, რასაც მასზე თავის დროზე ამბობდა ნიკა გვარამია. ის იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც მის მიმართ აკეთებდა გვარამია. ეს არის ძალიან სამწუხარო. ფაქტობრივად, ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი. ამ ოდიოზური ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაც არის შემაშფოთებელი. თქვენ ნახეთ, რომ პრეზიდენტმა ქართული საზოგადოება ღირსადაც არ ჩათვალა, რომ განემარტა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები. პრეზიდენტი თავს თვლის ანგარიშვალდებულად არა საზოგადოების წინაშე, არამედ ოდიოზური ევროპარლამენტარების და მათი პატრონების წინაშე. ეს მეტყველებს იმაზე, ვისი კარნახით მოქმედებს სალომე ზურაბიშვილი – არა ამომრჩევლების კარნახით, არამედ გარე კარნახით, რაც ძალიან სამწუხაროა“, – აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები