სალომე ზურაბიშვილი: ვულოცავ დღევანდელ დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, მათ, ვინც იცავს სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხოებას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 29 წლისთავს ულოცავს.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 29 წლისაა. ვულოცავ დღევანდელ დღეს მის თითოეულ თანამშრომელს, მათ, ვინც დღეს სახელმწიფოს სამსახურშია და იცავს სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხოებას.
ვაფასებ თქვენს საქმიანობას და განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ერთგული სამსახურისათვის!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.