საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ მომზადებულ ინფორმაციას გაეცნენ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრები დეპუტატის კითხვაზე რეაგირების შესახებ მომზადებულ ინფორმაციას გაეცნენ. კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, რომელიც 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებისთვის მომზადდა და მიზნად ისახავდა საპარლამენტო მექანიზმების გაზრდას, პარლამენტის წევრების კითხვებზე რეაგირების მონიტორინგის შესახებ კომიტეტმა მესამე ანგარიში მოამზადა, ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. 

 “მისივე თქმით, კომიტეტმა 2023 წლის 1 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით პარლამენტის წევრების მიერ გაგზავნილი კითხვების რეაგირების საკითხი შეისწავლა, რომლის თანახმადაც, დეპუტატების მიერ 514 გაგზავნილი კითხვიდან პასუხი 409-ს (80%)  გაეცა.

ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ის ფაქტი, რომ პარლამენტის წევრთა კითხვების 20% პასუხგაუცემელია, ყურადღებას საჭიროებს და ამასთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაიმართება.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტი მთავრობის საპარლამენტო მდივანთან ერთად ცალკე საკომიტეტო მოსმენას გამართავს, სადაც მთავრობის წარმომადგენელს კომიტეტის მიერ მომზადებულ სამივე მონიტორინგის ანგარიშს გავაცნობთ და შესაბამისი რეაგირების საკითხებს განვიხილავთ”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტის მიერ მომზადებული ინფორმაცია  ბიუროს წარედგინება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები