საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ალიხან სმაილოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ყაზახელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა, ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.