განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა თემატური მოკვლევის ორი ჯგუფი შექმნა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა თემატური მოკვლევის ორი ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თემატური ჯგუფი, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი  ჩაკვეტაძე უხელმძღვანელებს, შეისწავლის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობას, ამის შესახებ პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. 

ინფორმაციის თანახმად, პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზართან თავსებადი პრიორიტეტების იდენტიფიცირებისა და დაფინანსების მოდელის განსაზღვრის მოკვლევის ჯგუფს კი კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს.

 „მნიშვნელოვანი იქნება როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ადამიანური რესურსების შეფასება სკოლამდელ განათლებაში. ჩვენს გვაქვს კომუნიკაცია რამდენიმე ორგანიზაციასთან, რომელიც ჩაერთვება ამ თემატურ მოკვლევაში. წლის ბოლომდე მნიშვნელოვან დოკუმენტს მივიღებთ, რომელიც მომავალი წლისთვის კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობას მოგვცემს”, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კომიტეტის წევრის მარიამ ლაშხის განცხადებით, პროფესიული განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ძირითადი საჭიროებები გამოიკვეთა და მასზე დაფუძნებით განისაზღვრა თემატური მოკვლევის საგანი. 

„პროფესიული განვითარების სააგენტო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს, შესაბამისად, თემატური მოკვლევა ამ სამუშაოებს შეავსებს”, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები