საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, ყაზახეთის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება. დაგეგმილია საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერმინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 12:30 საათზე საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი და ყაზახეთის პრემიერმინისტრი – ალიხან სმაილოვი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

გუშინ საღამოს ირაკლი ღარიბაშვილმა ალიხან სმაილოვსა და ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ოფიციალური სადილი მთაწმინდაზე გაიმართა. ალიხან სმაილოვის თანმხლებ დელეგაციაში შედიან ყაზახეთის მთავრობის, მათ შორის, მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის, საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და ინტეგრაციის, ენერგეტიკის, კულტურისა და სპორტის, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები