გია ცაგარეიშვილი: ოპოზიციამაც უნდა გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯები, განსაკუთრებით – დეპოლარიზაციის მიმართულებით

ევროკომისიის მხრიდან შეფასების პროცესი მხოლოდ წაადგება შემდგომ მუშაობას და ამ პუნქტების შესრულებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„რაც მთავარია, ოპოზიციამაც უნდა გადმოდგას შემხვედრი და თანმხვედრი ნაბიჯები, განსაკუთრებით – დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით. ეს მხოლოდ ხელისუფლების შესასრულებელი არ არის და ვერ იქნება იმიტომ, რომ ამ პროცესს ორი მხარე ჰყავს – ხელისუფლება და ოპოზიცია“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 22 ივნისს ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ზეპირი ანგარიში წარადგინა. როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, კერძოდ – გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობა; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება სასამართლო განხილვისას; სახალხო დამცველის გამჭვირვალე პროცესით დანიშვნა. ამასთან, ვარჰეის თქმით, კიდევ შვიდი რეკომენდაციის შესრულების მხრივ მიღწეულია გარკვეული პროგრესი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები