ნიკა გვარამია: არ ველოდი გათავისუფლებას, პრეზიდენტმა ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის და ვფიქრობ, ეს მას ნამდვილად ღირსებას მატებს

ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილს ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია, მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის და ვფიქრობ, რომ ეს მას ნამდვილად ღირსებას მატებს, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რუსთავის ციხესთან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან მისი შეწყალების გადაწყვეტილებას არ ელოდა.

„პირველ რიგში გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა! დავიწყებ იმით რაც მკითხეთ, პირველი შთაბეჭდილება გულწრფელად გეტყვით, რომ არ ველოდი, უბრალოდ, მართალი გითხრათ, არ ველოდი გათავისუფლებას. არ ვიყავი ამისთვის მზად. ველოდებოდი თებერვალ-მარტს, როდესაც მიწევდა პირობით ვადამდე გათავისუფლება, არც მაშინ ველოდი დიდად, რომ გამიშვებდნენ მაგრამ მაინც რაღაცას წავიაქტიურებდი მაინც მაგ პერიოდში, თუ არ გამიშვებდნენ. მაგრამ მანამდე არაფერს არ ველოდი. უნდა გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა დღეს. მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია, მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის. ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს ნამდვილად“, – განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები