ჰელსინკის კომისია გვარამიას შეწყალებაზე: გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის
ჰელსინკის კომისია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დღეს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელიც საქართველოს მთავრობამ დევნა და უსამართლოდ დააპატიმრა. გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის“, – წერს ჰელსინკის კომისია Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.
Today, President @Zourabichvili_S pardoned @NikaGvaramia212, who has been hounded and unjustly imprisoned by #Georgia's government. Thank you, Madame President, for yet another example of courage and leadership. https://t.co/M6oIKVo324 pic.twitter.com/fwL1O8U3nO
— Helsinki Commission (@HelsinkiComm) June 22, 2023