ლევან იოსელიანი: მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გვარამიას შეწყალების თაობაზე – დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე.

როგორც იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან.

„მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან“, – წერს იოსელიანი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები