სალომე ზურაბიშვილი: არასდროს არ დამესიზმრებოდა, რომ მე პატრიარქი რამეში „გამოვიყენო“ – უთუოდ მივალ მის სანახავად, როცა მარხვის პერიოდი დასრულდება

არასდროს არ დამესიზმრებოდა, რომ მე პატრიარქი რამეში „გამოვიყენო“, ან ჩემი რომელიმე გადაწყვეტილების ფარად, ან როგორც ზოგიერთებს უყვართ, თავიანთი პიარისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ის პატრიარქს მარხვის დასრულების შემდეგ შეხვდება.

„მინდა კიდევ ერთ გარემოებაზე მივიპყრო თქვენი ყურადღება, რომ ის სრულიად მიუღებელი აჟიოტაჟი, ზოგიერთების გასაგონად, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყველაფერზე უნდა გააკეთონ კომენტარი, რომ ყველაფერი იციან, რომ არასდროს შეუძლიათ თქვან: „არ ვიცი“, რაღაცაზე, რაც ეხებოდა პატრიარქთან ჩემს შეხვედრას. არასდროს არ დამესიზმრებოდა, რომ მე პატრიარქი რამეში „გამოვიყენო“, ან ჩემი რომელიმე გადაწყვეტილების ფარად, ან როგორც ზოგიერთებს უყვართ, თავიანთი პიარისთვის. პატრიარქს მე უღრმეს პატივისცემას და დიდ სიყვარულს ვუძღვნი და მინდა დავუდასტურო, უთუოდ მივალ პატრიარქის სანახავად, როცა დასრულდება მარხვის პერიოდი და ეს არავისი საქმე არ არის და არანაირად დაკავშირებული ამ საკითხთან. მე კონსტიტუციაც კარგად ვიცი და კონკორდატიც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები