მიხეილ სარჯველაძე: რეკომენდაციების უმეტესობაზე აღინიშნა, რომ სრულად, ან მეტწილად შესრულებულია – პოზიტიური ტენდენციების ამსახველად შეგვიძლია, ჩავთვალოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე სტოკჰოლმში საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით წარდგენილ ზეპირ ანგარიშს გამოეხმაურა.

“უმეტესობა რეკომენდაციებზე, პრაქტიკულად 10 რეკომენდაციაზე აღინიშნა, რომ არის ან სრულად, ან მეტწილად შესრულებული. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ეტაპები შეიძლება კიდევ წინ იყოს. არის საკითხები, რაზეც ბუნებრივია, მუშაობა იქნება გასაგრძელებელი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინასწარი შეფასება, რაც კეთდება არის საკმაოდ ფართოდ დაყრდნობილი გარკვეულ აღქმებზე, რაც აქ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებიდან გამომდინარე იქმნება. თუმცა, ფაქტები, რომ შესრულებულია დიდწილად ყველა ეს ვალდებულება, მხედველობის მიღმა ვერ დარჩებოდა, ეს კარგი წინაპირობაა უკვე საბოლოო შეფასებების გაკეთებისთვის და ვფიქრობ, მაინც პოზიტიური ტენდენციების ამსახველად შეგვიძლია ჩავთვალოთ”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ 3 აქვს შესრულებული, 7 მიმართულებით კი გარკვეულ პროგრესს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები