“როდესაც ყოველ განცხადებას ოპოზიციის გაერთიანების ნაცვლად უფრო დაცილება მოსდევს, ეს მიუთითებს ან შეცდომებზე, ან პოლიტიკურ მოუმწიფებლობაზე, ან უბრალოდ უპასუხისმგებლობაზე” – რომან გოცირიძე
ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ოპოზიციისთვის საერთო სტრატეგიის შეთავაზებას შეეხება.
„როდესაც მიზანი გაერთიანებაა და შემდეგ ყოველ განცხადებას გაერთიანების ნაცვლად უფრო დაცილება მოსდევს, ბუნებრივია, ეს მიუთითებს ან შეცდომებზე, ან პოლიტიკურ მოუმწიფებლობაზე, ან უბრალოდ უპასუხისმგებლობაზე. ამას სჭირდება მშვიდი კონსულტაციები და არა პოლიტიკური განცხადებები და მოწოდებები“, – განაცხადა გოცირიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს საარჩევნოდ გაერთიანების ნაცვლად საერთო სტრატეგიის შემუშავებას სთავაზობს. როგორც ის განმარტავს, პარტიას წარმატებული შედეგის მისაღწევად სხვა პოლიტიკური ძალების დახმარება არ სჭირდება.