ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არასდროს წასულა
“მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არასდროს წასულა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი ბოლოს იტყვის, რომ მას საერთაშორისო იმპერიალისტური ძალები დევნიან.
„სხვადასხვა როლი ჰქონდა მორგებული. წინა სერიაში იყო მომწამლეს, მკლავენ და მაწამებენ, მაგრამ ამას სტრასბურგის სასამართლომ საბოლოოდ წერტილი დაუსვა. დღევანდელი სერიაა დავბრუნდი პოლიტიკაში, პრემიერ-მინისტრი უნდა გავხდე და ა.შ. ბოლოს, ალბათ, მესამე სერია დამთავრდება – საერთაშორისო იმპერიალისტური ძალები მდევნიან. ეს არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის მთელი სიუჟეტი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.