ირაკლი კობახიძე: მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა

“მე მჯერა, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ახლანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა.

„ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ უხეშად ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, იმის საშუალებას სხვასაც ვერ მივცემთ. ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს 2012 წლამდე. მაშინ იყო მართლმსაჯულება პოლიტიზებული და ვისაც როგორ უნდოდა – ვგულისხმობ ხელისუფლებას და მის პატრონებს, ისე ერეოდნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომა არის განსხვავებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს იგივე „ნაცმოძრაობას“ და იგივე მათ პატრონებს ვერ მივცემთ საშუალებას, ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და მას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები